weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩინელი მეცნიერების თქმით, მათ მაიმუნის კლონირება შეძლეს

11:55 პარასკევი, 26 იანვარი 2018

ჩინელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მაიმუნის კლონირება იმ ტექნოლოგიით მოახერხეს, რომლითაც ერთ დროს ცხვარი სახელად დოლი გაჩნდა. მაკაკები სახელად ჯონ-ჯონი და ჰუა-ჰუა უკვე რამდენიმე კვირაა ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ცხოვრობენ.

ჩინელი მეცნიერები განმარტავენ, რომ გენეტიკურად იდენტური მაიმუნების გამოყვანა სხვადასხვა დაავადებების შესწავლაში დაეხმარებათ. მათ შორის - სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების, ასევე კიბოსა და იმუნური დარღვევების. ჩინელი მკვლევარების თქმით, უახლოეს ხანში მაიმუნების კლონირება გაგრძელდება.

ჯონ-ჯონი რვა კვირის წინ დაიბადა, ხოლო ჰუა-ჰუა - ექვსი კვირის წინ. ისინი ბოთლით იკვებებიან და ამჟამად ზრდას ნორმალურად განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი კლონირებული ცხოველი იყო ცხვარი დოლი, რომელიც 20 წლის წინ შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში გამოიყვანეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]