weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ელექტროსიგარეტის სითხეები იმუნურ სისტემას საფრთხეს უქმნის

15:22 შაბათი, 03 თებერვალი 2018

ამერიკელი მკვლევარების დასკვნით, ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილმა დარიჩინის ან ვანილის არომატმა შეიძლება სტრესის დონესთან ერთად სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობაც შეამციროს.

როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა, მონოციტების სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედები ელექტრონული სიგარეტის შვიდ ყველაზე გავრცელებულ არომატში მოათავსეს და აკვირდებოდნენ ჟანგვით სტრესს. როგორც შედეგებმა აჩვენა, არომატები წარმოქმნიდა ნივთიერებებს, რომელსაც ჟანგბადის აქტიურ ფორმებს უწოდებენ - ნივთიერებები, რომლებიც როგორც ცნობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში უჯრედის სტრუქტურას აზიანებენ.

საბოლოოდ, ყველაზე მომწამვლელი დარიჩინის, ვანილისა და ნაღების არომატების ქიმიური ნაერთები აღმოჩნდა. როგორც კვლევამ აჩვენა, სისხლის თეთრი უჯრედებისათვის გაცილებით უფრო ტოქსიკური იყო ელექტროსიგარეტის ერთმანეთში შერეული არომატები. დარიჩინს, ნაღებს, ვანილსა თუ კარამელს, მათთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ არომატს ისეთი ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებები აძლევს, როგორებიცაა: დარიჩინის ალდეჰიდი, აცეტოინი, ორთო-ვანილინი და მალტოლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]