weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ნეტფლიქსი“ ფანტასტიკური ბესტსელერის მიხედვით სერიალს გადაიღებს

10:06 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

მულტიმედიური კომპანია „ნეტფლიქსი“ (Netflix) ახალ სერიალს გამოუშვებს, რომელიც დაფუძნებული იქნება პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის რვა ფანტასტიკური ჟანრის ბესტსელერი რომანისგან შემდგარი „მხედვარის“ (პოლ: Wiedźmin, ინგ: The Witcher) საგაზე.

საპკოვსკის რომანების მიხედვით უკვე არსებობს იგივე სათაურის მქონე ნაკლებად წარმატებული პოლონური ფილმი და მისივე მინი სერიალის ვარიანტი, აგრეთვე პოპულარული ვიდეოთამაშების სერია, სახელად The Witcher, რომლის ვიდეო-ინტროების რეჟისორი ტომას ბაგინსკი „ნეტფლიქსის“ სერიალში სულ მცირე ერთ ეპიზოდს მაინც გადაიღებს.

„ძალიან გახარებული ვარ, რომ ‘ნეტფლიქსი’ ჩემი მოთხრობების ადაპტაციას გამოუშვებს, ისე რომ ერთგული დარჩება პირველწყაროსა და ორიგინალი თემების, რის დაწერასაც მე 30 წელი მოვანდომე.“ - ნათქვამია ანჯეი საპკოვსკის ოფიციალურ განცხადებაში. მწერალი ახალ სერიალში კრეატიული კონსულტანტის ამპლუაში იქნება.

ფენტეზი ჟანრის რომანების სერია „მხედვარის“ პირველი წიგნი 1986 წელს გამოიცა, უკანასკნელი კი - 2013 წელს. ნაწარმოებების მთავარი გმირია გერალტ რივიელი, იგივე მხედვარი - ურჩხულებზე მონადირე, რომელსაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით განვითარებული აქვს შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი და ა.შ. გერალტის მთავარი საქმიანობა ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სახიფათო სამყაროში არსებული ურჩხულების განადგურებაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]