weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„სატახტოთა თამაშის“ შემქმნელები „ვარსკვლავური ომების“ ახალ სერიებზე იმუშავებენ

15:43 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშის“ შოურანერები, დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი სტუდია „დისნეისა“ და Lucasfilm-ის ახალი პროექტის სცენარისტები და პროდიუსერები გახდებიან. დუეტი კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ახალ სერიებზე იმუშავებს.

როგორც ცნობილია, ბენიოფ-ვაისის ფილმები არ იქნება სიუჟეტური გაგრძელებები „ვარსკვლავური ომების“ მიმდინარე ტრილოგიისა, რომელიც 2019 წელს დასრულდება, და არც რაიან ჯონსონის დაანონსებულ ახალი სპინ-ოფ ტრილოგიასთან ექნება შეხება.

ბენიოფი და ვაისი ამჟამად „სატახტოთა თამაში“ უკანასკნელ სეზონზე მუშაობით არიან დაკავებულები. მოგეხენებათ ტელეარხ HBO-ს ფენტეზი სერიალი მე-8 სეზონით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ცნობილი ასევე იყო ხსენებული დუეტის სხვა ტელეპროექტის შესახებ, რომელიც ამერიკის ალტერნატიულ ისტორიაზე შექმნილი სერიალი უნდა ყოფილიყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]