weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

არნოლდ შვარცენეგერი ვესტერნ სერიალში გამოჩნდება

11:57 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი მონაწილეობას მიიღებს სერიალში სახელწოდებით - Outrider. პროექტის წარმოებით სტუდია „ამაზონი“ დაკავდება. ერთ-ერთი მთავარი როლის გარდა, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი პროექტის პროდიუსერიც იქნება.

სერიალის სიუჟეტი მე-19 საუკუნის მიწურულს, ოკლაჰომას ინდიელთა ტერიტორიაზე განვითარდება და სამართალდამცავების მიერ ბანდიტების დევნის შესახებ გვიამბობს. „რკინის არნი“ სერიალში დაუნდობელი ფედერალური მარშალის როლს განასახიერებს.

70 წლის მსახიობისთვის ეს პირველი სერიალი იქნება, რადგან იგი აქამდე მხოლოდ სრულმეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობდა, თუმცა მას ვესტერნი ჟანრის ფილმში უთამაშია 1979 წლის კომედიაში - The Villain, სადაც შვარცენეგერს პარტნიორობას უწევდნენ კირკ დუგლასი და ენ-მარგრეტი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]