weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Google ტესტავს რობოტს, რომელიც შეტყობინებებს თქვენ ნაცვლად უპასუხებს

02:32 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

კომპანია Google მუშაობს სისტემაზე, რომელიც შეტყობინებებს ავტომატურად, მომხმარებლის ნაცვლად უპასუხებს. გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, სისტემა სახელწოდებით Reply („პასუხი“) ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში Google Area 120-ი შექმენს და ის ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული.

პასუხის დაბრუნების დროს რობოტი იმ შეტყობინებებს გააანალიზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მომხმარებელი იღებს და ერთი დაწკაპუნებით პასუხის ვარიანტებს მოამზადებს. მაგალითად, კითხვაზე „როდის იქნები სახლში?“ Reply გაანალიზებს კითხვის ადრესატის ადგილსამყოფელს, განსაზღვრავს რა სახის ტრანსპორტით გადაადგილდება ის ძირითადად, რა დრო სჭირდება ხოლმე სახლამდე მისასვლელად და პასუხსაც შესაბამისს გაგზავნის. გარდა ამისა, თქვენი კალენდრის ავტომატურად შემოწმებით Reply შეძლებს ყველას გააგებინოს, რომ შვებულებაში ხართ. სისტემას აქვს სპეციალური რეჟიმი „არ შემაწუხოთ“, რომელიც თქვენს ტელეფონს ხმას გამოურთავს, ხალხს კი ეტყვის, რომ პასუხის მიწერა არ შეგიძლიათ. ამ დროს Reply შეტყობინებებს გადაათვალიერებს და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანზე თქვენს ყურადღებას მაშინაც მიაპყრობს, როდესაც ტელეფონი უხმო რეჟიმზე გაქვთ.

ახალი სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთი პოპულარული აპლიკაციებით, როგორებიცაა Google-ის Hangouts, Allo, WhatsApp, Facebook Messenger, Android Messages, Skype, Twitter და Slack.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]