weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბოლო 15 წელიწადში პლანეტაზე ორანგუტანების პოპულაცია განახევრდა

11:49 შაბათი, 24 თებერვალი 2018

ბორნეოს ორანგუტანი (Pongo pygmaeus), რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს ხეებზე ატარებს, გაქრობის პირასაა. გამოქვეყნებული უკანასკნელი შეფასების მიხედვით, 1999-2015 წლებში პლანეტაზე ამ დიდი მაიმუნების პოპულაცია განახევრდა.

ორანგუტანთა ბუნაგების კვლევისა და საცხოვრებელი ზონების ცვლილების სტატისტიკური ანალიზის შეჯერების შემდეგ ნათელი ხდება, რომ ბოლო 16 წელში გამქრალია 100 000-ზე მეტი ინდივიდი.

ამჟამად ორანგუტანთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ისინი გონიერები და მორცხვები არიან, შესაბამისად, გაუვალ ტყეებში ცხოვრებას ამჯობინებენ. მკვლევარები ორანგუტანთა აღსარიცხავად მათ ბუნაგებს ითვლიან. ორანგუტანები დასაძინებლად გრძელ ტოტებს ღუნავენ და ფოთლებიანი კალათების მსგავს საცხოვრებელს აკეთებენ. მათი სახლები იმდენად დიდია, რომ მათ შესამჩნევად ვერტმფრენებს იყენებენ.

ზოგიერთი ორანგუტანი, განსაკუთრებით დედები და ნაშიერები, ძირითადად ერთ ბუდეში ცხოვრობენ. გარდა ამისა, მკვლევარებმა მხედველობაში უნდა მიიღონ მიტოვებული ბუნაგებიც და მიუხედავად ამ სირთულისა, პოპულაციის ამ გზით დათვლა მაინც შესაძლებელია. კვლევის დაწყებისას, მეცნიერებმა ყოველ გავლილ კილომეტრზე 22 სახლი იპოვეს, მაგრამ 2015 წელს, იმავე მანძილზე მხოლოდ 10 ბუდეს პოულობდნენ.

ორანგუტანთა ბუნაგების ოდენობის შემცირების კვალდაკვალ, შეინიშნება ადამიანთა დასახლებების სიმჭიდროვის ზრდა, ტყეების გაჩეხვა (დეფორესტაცია) და ორანგუტანებზე ნადირობის გახშირება.

მკვლევართა საუკეთესო შეფასებით, 1999 წელს ინდონეზიის კუნძულ ბორნეოზე 148 500-ით მეტი ორანგუტანი სახლობდა, ვიდრე 2015 წელს. დღეისათვის დარჩენილია 17 000-100 000 ერთეული ბორნეოს ორანგუტანი. მათი საცხოვრებელი ზონების განადგურების გამო, 2050 წლისთვის ამ სახეობის ოდენობა კიდევ 45 300-ით შემცირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]