weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

იტალიაში არსებული სუპერვულკანი შესაძლოა 500 წლის მიძინების შემდეგ ამოიფრქვას

11:58 პარასკევი, 19 მაისი 2017

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის დასავლეთით მდებარე ფლეგრეის მინდვრებზე არსებულ 12 კმ სიგანის ქვაბისებრ ვულკანურ ფორმაციას, რომელიც ზღვის სანაპიროსთან ვრცელ სუპერვულკანს წარმოქმნის, ხუთასწლიანი მიძინების შემდეგ გამოღვიძება დეკემბერში დაეწყო. ექსპერტების ამჟამინდელი ვარაუდით კი, იგი შესაძლოა კიდევ ერთი ამოფრქვევისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სუპერვულკანთანაა დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოფრქვევები პლანეტაზე.

მკვლევართა თქმით, ჩანს რომ მოახლოებულია წნევის კრიტიკული წერტილი, რამაც შესაძლოა ამოფრქვევა გამოიწვიოს. წარმოქმნიდან დღემდე ფლეგრეის მინდორი ორჯერ ამოიფრქვა: 35 000 და 12 000 წლის წინ, 1538 წელს პატარა ამოფრქვევაც დაფიქსირდა, რომელიც 8 დღეს მიმდინარეობდა და ახალი მთა - მონტე ნუოვო წარმოქმნა. 

„ფლეგრეის მინდვრების ნიადაგის ბზარებისა და გადაადგილების შესწავლის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ის კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება, რომელშიც შემდგომი უწესრიგობა ამოფრქვევის შესაძლებლობას გაზრდის. ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის“, - აცხადებს მეცნიერი ქრისტოფერ კილბარნი. 

აღნიშნულ ვულკანურ არეალს, რომელიც 26 კრატერსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეშ არსებულ ვრცელ ვულკანურ ნაგებობებს მოიცავს, შორეულ წარსულში მასშტაბური ამოფრქვევის გამო ნეანდერტალელთა გასახლება და გადაშენება მიეწერება. ამჟამად მის მიდამოებში 500 000 ადამიანი ცხოვრობს.

სუპერვულკანები ვულკანურად აქტიური ვრცელი ველებია, რომლებიც წარმოიქმნება ვულკანის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მაგმის ამოფრქვევის შედეგად, როდესაც სიმძიმის გამო ხდება თავად ვულკანის ჩანგრევა და რჩება ვრცელი კრატერი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გეიზერები, ჰიდროთერმული აქტივობა და გოგირდოვანი მჟავები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]