weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კანადაში არსებული ტყე, რომლის ხეებზეც ფეხსაცმელებს კიდებენ

15:55 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

კანადის პროვინცია ონტარიოს ქალაქ ორინჯვილის მახლობლად არსებული ტყე საკმაოდ უცნაური, იდუმალი და ამავდროულად კრეატიული გამოფენის ადგილია.

ორინჯვილის ტყეში არსებულ ხეებზე ასეულობით ფეხსაცმელია ჩამოკიდული. ისინი ერთი შეხედვით ავარიაში გარდაცვლილთა მემორიალს ანდა სხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე ადგილს მოგაგონებთ, თუმცა არავინ იცის ზუსტად, რატომაა ფეხსაცმელები ხეებზე.

ხეებზე არსებულ ფეხსაცმელებზე პირველი ინფორმაცია 1972 წელს ჩნდება, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის არქივში არაფერია დაცული იმ ადგილას მომხდარ რაიმე ინციდენტსა თუ შემთხვევაზე. გავრცელებული მოსაზრებით, ვიღაცამ ჯერ ერთი ხე „მორთო“, შემდგომში კი მას უამრავმა ადამიანმა მიბაძა. არის ვერსია იმის შესახებაც, რომ ხეები არტ-ინსტალაციას წარმოადგენს, ანდა გარკვეული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების მიერაა „მორთული“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]