weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტარანტინოს ახალ ფილმში დიკაპრიოს პარტნიორობას ბრედ პიტი გაუწევს

11:02 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში სათაურად „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood) ლეონარდო დიკაპრიოს მხარდამხარ პრედ პიტი ითამაშებს, რომელმაც აღნიშნული როლისთვის ბრძოლა ტომ კრუზს მოუგო.

ტარანტინოსა და ბრედ პიტისთვის რეჟისორის ახალი ფილმი მეორე თანამშრომლობა იქნება 2009 წელს გამოსული „უსახელო ნაბიჭვრების“ (Inglourious Basterds) შემდეგ.

რეჟისორის თქმით, მის რიგით მე-9 ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირი რიკ დალტონი (დიკაპრიო) სატელევიზიო ვესტერნი სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის დუბლიორ-კასკადიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის მკვლელობის ისტორია ფილმის ერთგვარი ფონი იქნება.

რაც შეეხება სხვა როლებსა და მსახიობებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ჩარლზ მენსონის სექტის მიერ მხეცურად მოკლული შერონ ტეიტის როლში კვენტინ ტარანტინოს მარგო რობის ხილვა სურს, ტეიტის ყოფილ მეუღლე რომან პოლანსკის კი ჯერ-ჯერობით უცნობი, ვინმე პოლონელი მსახიობი განასახიერებს. საუბარი ასევეა ფილმში ალ პაჩინოს მონაწილეობის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში კვენტინ ტარანტინოს მუდმივი კოლაბორატორების, ბობ და ჰარვი ვაინშტაინების კინოსტუდია (Miramax) რეჟისორის ახალ ფილმის წარმოებით დაკავებული აღარ იქნება, მათი გაკოტრებული კომპანიის (The Weinstein Company) ნაცვლად ტარანტინოს ახალ მხატვრულ ფილმს „სონი“ დააფინანსებს. ასევე ფილმს არ ემუქრება საფრთხე ბოლო პერიოდში ტარანტინოს ირგვლივ არსებული ინფორმაციებიდან უმა თურმანის სკანდალურ საუბრებთან დაკავშირებით.

სურათის პროდიუსერი ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი იქნება. ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]