weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოსკარების წვეულებაზე ფრენსის მაკდორმანდს ჯილდო მოპარეს

12:13 სამშაბათი, 06 მარტი 2018

ოსკარების დაჯილდოების 90-ე ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე ფრენსის მაკდორმანდის მიერ მოპოვებული ოქროს ქანდაკება მოიპარეს. როგორც მალევე გაირკვა, აფრო-ამერიკელმა მამაკაცმა სახელად ტერი ბრაიანტმა მაგიდიდან ოსკარის აღების შემდეგ ვიდეო და ფოტო რეპორტიორებთან ხალისიანად პოზირება მოასწრო, რის შემდეგაც იგი პოლიციამ დააკავა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ფრენსის მაკდორმანდი ძალიან აღელდა და ატირდა კიდეც, როდესაც მაგიდასთან დაბრუნებულმა სტატუეტს თვალი ვეღარ მოჰკრა, თუმცა პოლიციის მიერ დაკავებისას ტერი ბრაიანტმა ჯილდო უყოყმანოდ გადასცა პოლიციას და იგი უმალ დაუბრუნდა მესაკუთრეს.

47 წლის ტერი ბრაიანტს, რომელმაც გვარიანად იხალისა ოსკარით ხელში, წვეულებაზე დასასწრები ბილეთი ჰქონდა. დაკავების შემდეგ იგი 20 000 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]