weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

The Grinch: ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი ანიმაციით ბრუნდება

16:14 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

დოქტორ სიუსის ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოების ცნობილ პერსონაჟს, სახელად გრინჩს მაყურებელი ამჯერად ანიმაციურ ფილმში იხილავს. ანიმაციების სტუდია Illumination-მა საშობაო კომედიური ანიმაცია „გრინჩის“ ტრეილერი გამოაქვეყნა.

3D ანიმაციაში მთავარ გმირს ბრიტანელი ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბაჩი ახმოვანებს. მისი პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.

შეგახსენებთ, რომ გრინჩზე აქამდე არსებობდა 1966 წლის მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი და რეჟისორ რონ ჰოვარდის 2001 წელს გამოსული წარმატებული მხატვრული ფილმი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, რომელშიც პოპულარული ოდიოზური პერსონაჟი კომიკოსმა ჯიმ კერიმ განასახიერა.

აღსანიშნავია, რომ „გრინჩი“ დოქტორ სიუსის მოგონილ გმირზე შექმნილი მეორე ანიმაციაა, რომელიც სტუდია Illumination-მა გადაიღო - პირველი The Lorax (2012) იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]