weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნამდვილი ამერიკელი: ემი ადამსი და მარკ რუფალო რეალური ამბის ეკრანიზაციაში

12:11 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ოსკარის ხუთგზის ნომინანტი ემი ადამსი მთავარ როლს შეასრულებს ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარაინის რეალურ კრიმინალურ ისტორიაზე დაფუძნებულ დრამაში სათაურით „ნამდვილი ამერიკელი“ (The True American), რომელიც 2001 წელს ტეხასის შტატში მომხდარ გახმაურებულ შემთხვევაზე იქნება.

ფილმი, რომელსაც საფუძვლად ანანდ გირიდჰარადასის იგივე სათაურის მქონე დოკუმენტური წიგნი უდევს, 2001 წელს მომხდარ უცნაური კრიმინალური ისტორიის შესახებ გვიამბობს. 11 სექტემბრის ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, ტეხასში მცხოვრებმა მარკ სტრომენმა ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე მაღაზიის გამყიდველს, ბანგლადეშელ ემიგრანტ რაისა ბჰუიანს თავის არეში ესროლა. დაჭრილი მამაკაცი გადარჩა და შემდგომში საპასუხოდ მთელი ძალებით ეცადა მოძალადე რასისტი სასიკვდილო განაჩენისგან ეხსნა. აღსანიშნავია, რომ ბჰუიანის მოკვლის მცდელობამდე მარკ სტრომენმა ნიუ იორკის ტრაგედიის ფონზე სხვა მუსლიმი გამოასალმა სიცოცხლეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის განასახიერებს ეკრანიზაციაში ემი ადამსი. მარკ სტრომენის როლს ოსკარის სამგზის ნომინანტი მარკ რუფალო შეასრულებს, რაისა ბჰუიანისას კი - კომიკოსი კუმაილ ნანჯიანი. ხსენებულ როლებზე თავდაპირველად ტომ ჰარდი და რიზ აჰმედი სახელდებოდნენ, რეჟისორად კი - ოსკაროსანი ქალი რეჟისორი კატრინ ბიგელოუ.

რაც შეეხება რეჟისორს, პაბლო ლარაინი ცნობილი დრამატული ფილმებით (No, Neruda, Jackie) გახდა. იგი ასევეა პროდიუსერი გასული წლის წარმატებული ჩილეური სოციალური დრამისა „ფანტასტიკური ქალი“, რომელმაც 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალის პრიზი და საუკეთესო უცხოური ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]