weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რეპერ DMX-ს პატიმრობა ელის

16:49 პარასკევი, 30 მარტი 2018

რეპერი ედი სიმონსი, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით DMX, გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით ციხეში ჩაჯდება. განაჩენი ნიუ იორკის სასამართლომ გამოიტანა. საუბარი 1.7 მილიონი დოლარის გადაუხდელობაზეა.

პროკურორების მოთხოვნა ხუთწლიანი პატიმრობა იყო, თუმცა რეპერს თავისუფლების მხოლოდ 1 წლით აღკვეთა მიესაჯა.

DMX-ისთვის ეს ბოლო წლებში პირველი კანონდარღვევა არაა: 2 თვე ციხეში მან ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაატარა, ის ასევე დააკავეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვისაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]