weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

Genesis Essentia: კონცეპტი, რომელიც ბრენდის პირველი ელექტროქარი გახდა

17:16 პარასკევი, 30 მარტი 2018

Genesis-ის ნიუ იორკში წარდგენილ ახალ სპორტქარს, რომელიც ავტორთა თქმით, შექმნილია ცხოვრების თანამედროვე სახის სირთულეებთან შებრძოლებისთვის და ფირმის სამომავლო პროდუქტებს და ტექნოლოგიებს წარმოგვიდგენს, ათლეტური ელეგანტურობის სტილში ორკარიანი Gran Turismo-ს ელექტრონული ინტერპრეტაცია უწოდეს.

სამხრეთ კორეული სიახლის სიმაღლე 1.3 მეტრს აჭარბებს. ავტომობილში ჩაჯდომას „პეპლის ფრთების“ ტიპის კარები აადვილებს. ცნობილია, რომ ბრენდის დიზაინერთა გუნდში, ლიუკ დონკერვოლკეს ხელმძღვანელობით, Bentley-სა და Bugatti-დან გადმოსული ინჟინრები მუშაობენ.

ინტერიერში ძვირფასი მინიმალიზმი მეფობს, რადგან მძღოლის მანქანასთან ურთიერთობას ხელს არაფერი არ უნდა უშლიდეს. უმთავრესი ინფორმაცია რვადუიმიან დისპლეიზე გამოდის. მართვის ორგანოები საჭესა და გვირაბზე მდებარეობს. გასაწყობად ტყავი, ალუმინი და ხავერდია გამოყენებული.

მონოკოკი და შასი ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან არის შესრულებული. Genesis Essentia-ს აჩქარებას ადგილიდან 96.5 კმ/სთ-მდე 3 წამი დასჭირდება. კონცეპტს ხელოვნური ინტელექტი გააჩნია, რომელიც მეპატრონეს სახითა და თითების ანაბეჭდებით იცნობს, მასთან დიალოგს მართავს, თვითნასწავლია და სხვა მანქანებთან, ინფრასტრუქტურასა და ე.წ. ჭკვიან სახლთან კავშირი აქვს.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]