weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კოლინ ტრევოროუ იურული პერიოდის სამყაროში კიდევ ერთხელ მოხვდება

14:26 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

დინოზავრების შესახებ არსებული პოპულარული კინოფრანშიზის უფლებების მქონე სტივენ სპილბერგმა საზოგადოებას აუწყა, რომ მომდევნო სერიის რეჟისორად კვლავ კოლინ ტრევოროუ დაბრუნდება, რომელიც რიგით მე-6 ფილმისთვის ასევე სცენარს დაწერს ემილი კარმაიკლსა და დერეკ კონოლისთან ერთად.

კოლინ ტრევოროუმ 2015 წელს გამოსული „იურული პერიოდის სამყარო“ გადაიღო, რომელიც საერთო მოსაზრებით, დადებითად შეფასდა და კინოგაქირავებაშიც უდიდესი მოგება ($ 1 671 713 208) ნახა - იგი ამ მომენტისთვის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა სიაში მე-4 ადგილზეა.

ტრევოროუ ახალ სერიაში, რომელიც ივნისში გამოვა, სცენარის თანაავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერია, რეჟისორის სავარძელი კი მის ნაცვლად ესპანელმა ხუან ანტონიო ბაიონამ დაიკავა, თუმცა როგორც უკვე ცნობილია, „ვარსკვლავური ომების“ ეპიზოდიდან გათავისუფლებული კოლინ ტრევოროუ შემქმნელებმა კვლავ დააბრუნეს ფრანშიზაში.

„იურული პერიოდის სამყაროს“ მომდევნო სერია 2021 წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]