weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის ქასთი Vanity Fair-ის გარეკანზე

11:34 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

მოდისა და კულტურის პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა Vanity Fair, საკულტო კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის მსახიობთა ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ლეგენდად ქცეულმა ფოტოგრაფმა ენი ლებოვიცმა ექსკლუზიურად ჟურნალისთვის გადაიღო.

გარეკნის ოთხი ფოტოდან პირველზე დეიზი რიდლისა და მარკ ჰემილის კინოგმირები - რეი და ლიუკ სკაიუოკერი არიან გამოსახული, მეორეში - ე.წ. ბნელი მხარის წარმომადგენელი ტრიო: კაპიტანი ფაზმა (გვენდოლინ ქრისტი), კაილო რენი (ადამ დრაივერი) და გენერალი ჰაქსი (დონალ გლისონი). მესამე ფოტოზე აჯანყებულთა ალიანსის წევრები არიან, ხოლო მეოთხეზე - გასული წლის დეკემბერში გარდაცვლილი მსახიობი კერი ფიშერი, რომელმაც ახალი ფილმისთვის გენერალ ლეია ორგანას როლის შესრულება სიკვდილამდე მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალი Vanity Fair, ლებოვიცი და „ვარსკვლავური ომები“ უკვე მეორედ თანამშრომლობენ. პირველად მათი კოლაბორაცია 1999 წელს შედგა, პრიკველი-ტრილოგიის პირველი ეპიზოდისთვის - Star Wars: The Phantom Menace.

შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური ომების“ ახალი, რიგით მე-8 ეპიზოდი, რომლის ქვესათაურია „უკანასკნელი ჯედაი“ (The Last Jedi), მსოფლიო კინოეკრანებზე 15 დეკემბრიდან გამოვა. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორი რაიან ჯონსონია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]