weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გამოქვეყნდა „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის ტრეილერი

11:12 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ ინტერნეტში პოპულარული ფენტეზი-სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა.

მე-7 სეზონი ივლისიდან გამოვა. ტელეარხზე თითოეული ეპიზოდის გამოსვლის თარიღები კი ასეთია:

1 -  16 ივლისი

2 -  23 ივლისი

3 -  30 ივლისი

4 -  6 აგვისტო

5 -  13 აგვიტო

6 -  20 აგვისტო

7 -  27 აგვისტო

ახალი სეზონი, რომელშიც წინა სეზონებისგან განსხვავებით, 10-ის ნაცვლად მხოლოდ 7 სერიაა, დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის ფენტეზი ჟანრის წიგნების სერიის, „ცეცხლისა და ყინულის“ მეექვსე და მეშვიდე ნაწილებზე - „ზამთრის ქარები“ და „გაზაფხულის სიზმარი“.

ცნობილია, რომ ახალ სეზონში მაყურებელი ახალ პერსონაჟს იხილავს, რომლის როლშიც ოსკარისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტია. კიდევ ერთ ახალ როლს კი პოპულარული ახალგაზრდა ინგლისელი მომღერალი ედ შირანი შეასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]