weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Memminger Roadster: როდტსერად გადაქცეული კლასიკური „ხოჭო“

15:27 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

ბავარიული კომპანია Memminger Feine-Cabrios & Stahlbau „ფოლკსვაგენის“ საკულტო „ხოჭოების“ მოდურად გაახალგაზრდავებას მისდევს. ამ დღეებში ფირმამ საკუთარი უახლესი ქმნილება Memminger Roadster წარადგინა.

მოდელი კომპანიის დამაარსებელმა გეორგ მემინგერმა და მისმა ტექნიკოსმა ვაჟმა წარადგინა. საფუძვლად აღებული კლასიკური Volkswagen Beetle საგრძნობლად გადახალისდა, ძარის სიხისტისთვის ლითონის მილებიანი კარკასი და ახალი პანელები, აგრეთვე გაძლიერებული საკიდარი და მუხრუჭები მიიღო. პაწაწინა ავტომობილი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი, საჰაერო, ოპოზიტური, 2.7 ლიტრიანი, 210 ცხენისძალიანი და 247 ნმ ბრუნთა მომენტიანი ძრავით. გადაცემათა კოლოფი ხუთსაფეხურიანია, მექანიკური. კომპანიამ მინიმალისტური ინტერიერის ჰარმონიის ეკრანებითა და ეპოქასთან შეუთავსებელი სხვა დეტალებით დარღვევა არ ინება. 

„ხოჭოების“ ბევრი სათადარიგო ნაწილი უკვე აღარ გამოდის ორიგინალური სახით, თუმცა Memminger-მა საკუთარი საწარმო შექმნა და ეს ეხება არა მარტო ძარის დეტალებს, არამედ - ძალოვანი დანადგარის ნაწილებსა და შასის კომპონენტებსაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]