weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნატალი პორტმანმა ისრაელში ჩასვლასა და პრემიის მიღებაზე უარი თქვა

14:54 შაბათი, 21 აპრილი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა ნატალი პორტმანმა უარი თქვა ისრაელში ჩასვლასა და „ებრაულ ნობელად“ წოდებულია პრემია Genesis-ის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებაზე.

ებრაელი მსახიობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნატალი პორტმანი გაანაწყენა, მისთვის არაკომფორტული იქნება ისრაელში ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ცერემონიას სუფთა სინდისით ვერ დაესწრება.

The Guardian-ის ცნობით, მსახიობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა მოვლენებმა გადააფიქრებინა მას პრემიის მიღება. სავარაუდოდ, მიზეზი ისრაელ-ღაზას საზღვარზე არსებული ვითარებაა. პალესტინელი დემონსტრანტების პროტესტზე ისრაელის სამხედო პასუხს, რომელსაც სულ მცირე 15 პალესტინელი დაიღუპა, მთელ მსოფლიოში დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ნატალი პორტმანი 2018 წლის Genesis-ის პრემიის ლაურეატად გასული წლის ნოემბერში დასახელდა. პრემია ებრალებს პროფესიაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისა და მსოფლიო აღიარებისთვის გადაეცემათ. პრემიით $1 მილიონი ოდენობის ფულადი ჯილდოა გათვალისწინებული.  

Genesis-ის პრემიის ფონდმა განაცხადა, რომ პრემიის გადაცემის ღონისძიება აღარ გაიმართება. მათივე თქმით, პატივს სცემენ პორტმანის აზრს ისრაელის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ნატალი პორტმანი იერუსალიმში დაიბადა და როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. მას არაერთხელ გამოუთქვამს თავისი კრიტიკული მოსაზრება ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. მაგალითად, 2015 წელს, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრად ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელახლა აირჩიეს, პორტმანმა განაცხადა, რომ „ძალიან გაბრაზდა და იმედი გაუცრუვდა“. მსახიობმა ნეთანიაჰუ რასისტული კომენტარების გამო გააკრიტიკა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]