weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტაინის კომპანიას უჩივის

14:21 სამშაბათი, 01 მაისი 2018

როგორც ჩანს, კვენტინ ტარანტინო ერთ დროს მის მუდმივ კოლაბორატორთან, ჰარვი ვაინშტაინთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს. ორი ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა და რეჟისორმა განაცხადა, რომ სკანდალურად ცნობილი პროდიუსერის კუთვნილ კინოკომპანიას (The Weinstein Company) მისი 4.5 მილიონი აშშ დოლარი მართებს, რის გამოც სასამართლოში ჩივის.

რეჟისორის ადვოკატების განცხადებით, ამჟამად გაკოტრებულ კომპანიას ბევრი ვალი აქვს გადასახდელი. საუბარია ფილმებზე: Death Proof ($300 ათასი), The Inglourious Basterds ($575 ათასი), Django Unchained ($1.25 მილიონი) და The Hateful Eight ($2.5 მილიონი), რომელთა გამოც ტარანტინო მოგების წილს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ კვენტინ ტარანტინოს გარდა, ძმები ვაინშტაინების კომპანიისადმი ფულადი პრეტენზიები ისეთ მსახიობებს აქვთ, როგორებიც არიან: ბრედ პიტი, ბილ მიურეი, მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯეიკ ჯილენჰოლი და რეიჩელ მაკადამსი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]