weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რა მოხდება თუ დედამიწა უკუღმა ბრუნვას დაიწყებს

15:12 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

მილიარდობით წლებია, რაც დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო იმავე მიმართულებით ბრუნავს, როგორც მზე, თუმცა საინტერესოა, რა მოხდება, თუკი ბრუნვის მიმართულება შეიცვლება?

ახალი კომპიუტერული სიმულაციის მიხედვით, რომელიც მეცნიერებმა აპრილის დასაწყისში, ავსტრიაში, ევროპის დედამიწის მეცნიერებათა გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს, ჩრდილოეთ ამერიკას უდაბნოები დაფარავს; ამაზონის ტროპიკულ ტყეს ქვიშის ვრცელი დიუნები ჩაანაცვლებს; ცენტრალური აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე კი აყვავებული მწვანე ლანდშაფტი გადაიჭიმება.

სიმულაციის თანახმად, დასავლეთ ევროპა უსასტიკესმა ზამთრებმა წალეკა. ციანობაქტერია - ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით ჟანგბადს აწარმოებს, გამოჩნდა ისეთ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა. კლიმატის მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი ოკეანური დინება - ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაცია (AMOC) საერთოდ გაქრა და წარმოიშვა წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

მზის გარშემო ერთი შემოვლისას, ჩვენი პლანეტა ყოველ 24 საათში საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ასრულებს. ეკვატორთან ამ ბრუნვის სიჩქარის მაჩვენებელი 1670 კმ/სთ-ია. დედამიწის ბრუნვის მიმართულება პროგრადულია, ანუ დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რაც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიმართულებით ბრუნავს მზის სისტემის ყველა პლანეტა, გარდა ვენერასი და ურანისა.

დედამიწის ბრუნვისას მისი მამოძრავებელი ძალის ბიძგები და მიზიდვები ფორმას აძლევს ოკეანის დინებებს, რომლებიც თავის მხრივ ატმოსფერულ ქარებთან ერთად მთელი პლანეტის მასშტაბით წარმოქმნიან ამინდის მახასიათებლებს. მაგალითად, სწორედ ამ მახასიათებლებს მიაქვთ უხვი ნალექები ტენიან ჯუნგლებში, გადატრუსული უნაყოფო ზონებიდან კი ტენი გააქვთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]