weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პიტერ ჯექსონი სტიმპანკის ჟანრის რომანს ეკრანზე გააცოცხლებს

16:29 შაბათი, 27 მაისი 2017

სამი ოსკარის მფლობელი ახალ ზელანდიელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი პიტერ ჯექსონი თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, ფილიპ რივის სტიმპანკის ჟანრის რომანის - „მომაკვდინებელი ძრავების“ (Mortal Engines) მიხედვით გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი იქნება.

ახალი მასშტაბური კინოპროექტის შესახებ პიტერ ჯექსონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც მან ახალ ფილმსა და მის რეჟისორ ქრისტიან რივერსზე ისაუბრა, რომელიც პროფესიონალი ვიზუალური სპეცეფექტების სუპერვაიზორია და ამ კატეგორიაში ოსკარიც მოიპოვა პიტერ ჯექსონით ფილმით - „კინგ კონგი“ (2005). რივერსი ასევე იყო ჯექსონის ასისტენტი კინოტრილოგია „ჰობიტის“ გადაღებებზე.

ამჯერად კი გამოქვეყნდა სათავგადასავლო სტიმპანკი ჟანრის ახალი ფილმის კონცეპტ-არტები:

ბრიტანულ რომანში სიუჟეტი პოსტ-აპოკალიპტურ, ფუტურისტულ სამყაროში ვითარდება, სადაც დიდი ქალაქები, მათ შორის ლონდონი, გაუდაბნოებულ დედამიწაზე გიგანტური ბორბლებით გადაადგილდებიან, პატარა დასახლებებს თავს ესხმიან და ითვისებენ. „მომაკვდინებელი ძრავები“ ფილიპ რივის მიერ შექმნილი ტეტრალოგიის პირველი ნაწილია, რომელიც პირველად 2001 წელს გამოიცა. დანარჩენი სამი ნაწილი კი გახლავთ: „მტაცებლის ოქრო“ (2003), „ჯოჯოხეთური მოწყობილობები“ (2005) და „ბნელი მდელოები“ (2006).

რომანის ეკრანიზაციაში, რომლის პრემიერა 2018 წლის 14 დეკემბერსაა დაგეგმილი,  მთავარ როლებს ახალგაზრდა მსახიობი რობერტ შიჰენი, უგო უივინგი, სტივენ ლენგი, კოლინ სალმონი და სხვა მსახიობები შეასრულებენ.

ფილმისთვის სცენარი პიტერ ჯექსონმა ტრადიციულად მეუღლე ფრენ უოლშთან და ფილიპა ბოიენსთან ერთად დაწერა. რეჟისორი მათთან ერთად მუშაობდა თავის უმრავლესობა ფილმებზე, მათ შორის „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის სცენარებზე, რისთვისაც სამეულს ოსკარები ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]