weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

Jay-Z და Eminem ვაინშტაინების კომპანიას უჩივიან

15:32 ორშაბათი, 07 მაისი 2018

შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ჰარვი და ბობ ვაინშტაინების გაბანკროტებულ კომპანიას (The Weinstein Company) ფულად კომპენსაციებსა და მიუცემელ ანაზღაურებას სთხოვენ, აღიარებული რეპერები - შონ კარტერი იგივე Jay-Z და მარშალ მეთერსი იგივე Eminem შეუერთდნენ.

Jay-Z სკანდალებით ცნობილ ჰარვი ვაინშტაინს $240 000 დოლარს ედავება, რომელიც რეპ მუსიკოსის განცხადებით, ორი დოკუმენტური სერიალით (TIME: The Kalief Browder Story, Rest in Power: The Trayvon Martin Story) ეკუთვნის.

რაც შეეხება Eminem-ს, რეპერი ვაინშტაინების კომპანიას $352 ათასს სთხოვს, რომელიც მას სპორტული დრამა Southpaw-ს საუნდტრეკებისთვის უნდა მიეღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]