weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მე-9 რაიონის“ რეჟისორი გრენლანდიის კატასტროფაზე ფილმს გადაიღებს

14:14 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

ოსკარის ნომინანტი ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი სცენარისტისა და რეჟისორის, ნილ ბლომკამპის მორიგი პროექტი ფილმი-კატასტროფა სათაურად „გრენლანდია“ (Greenland) იქნება, რომელშიც მთავარ როლს კაპიტანი ამერიკის როლით ცნობილი ვარსკვლავი ქრის ევანსი შეასრულებს.

ბლომკამპი ფილმს თავისივე სცენარის მიხედვით დადგავს. „გრენლანდიის“ სიუჟეტის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არსებული მოსაზრებით, იგი ოჯახის შესახებ იქნება, რომელიც ბუნებრივი კატაკლიზმის დროს გადარჩენას ცდილობს.

ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, პრემიერის თარიღი კი უცნობია.

ნილ ბლომკამპი საყოველთაოდ ცნობილი 2009 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის შედევრად მიჩნეული „მე-9 რაიონით“ (District 9) გახდა, რომელიც თავისივე 2005 წლის მოკლემეტრაჟიან ფილმზე (Alive in Joburg) იყო დაფუძნებული. „მე-9 რაიონმა“ ბლომკამპს ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ადაპიტებული სცენარისთვის.

მდიდარი ფანტაზიის მქონე რეჟისორს დღემდე სულ სამი სრულმეტრაჟიანი ფანტასტიკური ფილმი (District 9, Elysium, Chappie) აქვს გადაღებული. ბლომკამპი ასევე ცნობილია იგივე ჟანრის მოკლემეტრაჟიანი საშინელებათა ფილმებით: Firebase, Rakka, Zygote.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]