weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქალი-საოცრება“ - ზაფხულის პირველი ბლოკბასტერი

10:39 სამშაბათი, 30 მაისი 2017

ახალი კინოკომიქსი „ქალი-საოცრება“ (Wonder Woman) რიგით მე-4 ფილმია კომპანია DC-ის ე.წ. ვრცელი კინოსამყაროსი, რომელშიც უკვე შედიან ფილმები: Man of Steel (2013), Batman v Superman: Dawn of Justice (2016), Suicide Squad (2016).

ახალი ფენტეზი-ექშენის შესახებ ფილმის რეჟისორმა პატი ჯენკინსმა ისუაბრა და აღნიშნა, რომ DC-ის კინოსამყაროს წინა სერიებისგან განსხვავებით, „ქალი-საოცრების“ კინოთეატრებში გასაშვებიცა და შემდგომ გამოსასვლელი ვერსიაც ერთიდაიგივე იქნება და არ ექნება ამოჭრილი სცენები, განსხვავებული მონტაჟი ან ე.წ. რეჟისორული ვრცელი ვერსია. რეჟისორისავე თქმით, „ქალი-საოცრების“ სიკველის შესახებ უკვე მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ ოფიციალურად მას შემდეგ გაკეთდება განცხადება, რაც სტუდია (Warner Bros. Pictures) კინოგაქირავებაში ფილმის მოპოვებულ შემოსავალს გადახედავს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები და კინომოყვარულები ბოქს-ოფისში ფილმს სოლიდური შემოსავლის მოგებას უწინასწარმეტყველებენ.

აღსანიშნავია, რომ პატი ჯენკინსისთვის „ქალი-საოცრება“ 2003 წლის შემდეგ პირველი სარეჟისორო ნამუშევარია. 14 წლის წინ ქალმა რეჟისორმა ბიოგრაფიული დრამა „მონსტრი“ გადაიღო, რომელიც შარლიზ ტერონისთვის ოქროს გლობუსისა და ოსკარის მომტანი გამოდგა.

„ქალი-საოცრების“ პირველი ჩვენება სპეციალურად ჟურნალისტებისა და კრიტიკოსებისთვის გაიმართა, რომელთა მიერაც ფილმი ხსენებულ კინოსამყაროში ჯერ-ჯერობით საუკეთესო სერიად შეფასდა. მსოფლიო პრემიერა 2 ივნისს შედგება. ფილმში მთავარ როლს ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ასრულებს.

რაც შეეხება DC-ის ვრცელ კინოსამყაროს, იგი წელსვე გაგრძელდება მე-5 ფილმით - Justice League, რომელიც DC-ის კომიქსების სუპერგმირებს - სუპერმენს, ბეტმენს, ქალ-საოცრებას, აკვამენს, ფლეშსა და კიბორგს გააერთიანებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]