weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Curtiss Zeus: კონფედერაციის მოტოციკლების მემკვიდრე

15:37 პარასკევი, 25 მაისი 2018

ამერიკულმა კომპანიამ Confederate Motors არსებობა შეწყვიტა რათა ახალი სახელწოდებით აღორძინებულიყო: ახლა მას Curtiss Motorcycles ეწოდება, რომელიც ამერიკელი პიონერი-ავიატორის, გლენ კერტისის პატივსაცემად აირჩიეს.

ფირმამ Curtiss Motorcycles მხოლოდ ელექტრონული მოტოციკლების გამოშვება განიზრახა, თუმცა პირველი მოდელის, Curtiss Zeus-ის გარეგნობაში, Confederate-ის მოტოციკლებთან საერთო ბევრია.

ბენზინის ძრავა V-Twin-ის (V-მსგავსი ორცილინდრიანი ძრავა) სქემამ ადგილი ახალ E-Twin-ს დაუთმო: ორი ელექტროძრავა ერთ ლილვს აბრუნებს, მათი ჯამური ძალა კი 173 ცხენისძალას და 393 ნმ ბრუნთა მომენტს შეადგენს. რაც მთავარია ფირმის ინჟინრებმა ბენზინის მოტოციკლების აღჭურვილობის კოპირებაზე უარი თქვეს, საღად გაიაზრეს, რომ ელექტრონული ძალოვანი დანადგარის კომპონენტების უფრო კარგად განლაგება შეიძლება, ამიტომაა Curtiss Zeus-ის კონსტრუქციაში ჯაჭვი, უკანა თვლის სამართავ მექანიზმში ასე უცნაურად განლაგებული და საწვავის ავზის იმიტაციაც კი არ არსებობს.

პროტოტიპი 14.4 კვტ/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური გამწევი ელემენტითაა აღჭურვილი.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]