weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქარვის კუბში შენახული „მერსედეს-ბენცი“

16:07 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

იანვარში დეტროიტის ავტოსალონზე „მერსედეს-ბენცმა“ ახალი თაობის G-Class წარადგინა. კომპანია არასდროს განიცდიდა კრეატივის ნაკლებობას და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაც ორიგინალურად აღნიშნა - გერმანულმა ავტოგიგანტმა G-Class-ის ყველგანმავალი ქარვის კუბში ჩასვა.

ქარვი კუბის შექმნას 90 დღე ანუ 8892 საათი დასჭირდა და მის შესაქმნელად 40 708 ლიტრი ეპოქსიდური რეზინა გამოიყენეს. გადასაზიდ პლატფორმასა და კვარცხლბეკთან ერთად ის 50 ტონაზე მეტს იწონის. მისი სიგრძე 5.5 მ, სიგანე 2.55 მ ხოლო სიმაღლე 3.1 მეტრია. სამუშაოს დასრულების შემდეგ, უზარმაზარი კუბი ჰამბურგიდან დეტროიტში გაემგზავრა, ავტოსალონზე მონაწილეობისთვის.

„მერსედეს-ბენცმა“ ვიდეორგოლიც გამოუშვა, სადაც ამ შესანიშნავი 1979 წლის ავტომობილით არტ-ობიექტის შექმნაა ნაჩვენები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]