weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტალონე ტრამპის მიერ სიკვდილის შემდეგ შეწყალებულ მოკრივეზე ფილმს გადაიღებს

15:45 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი სილვესტერ სტალონე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს აფრო-ამერიკელ მოკრივე ჯეკ ჯონსონზე (1878-1946), რომელიც 1912 წელს თეთრკანიან ქალთან ურთიერთობის გამო დააკავეს, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იგი ახლახანს, გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, სწორედ სტალონესთან შეხვედრის შემდეგ შეიწყალა.

ბიოპიკის წარმოებით კინოკომპანია MGM (Metro-Goldwyn-Mayer) და სილვესტერ სტალონეს კუთვნილი სტუდია Balboa Productions დაკავდება.

ჯეკ ჯონსონი პირველი აფრო-ამერიკელი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი იყო 1908-1915 წლებში. ჯონსონმა ამერიკული კანონი (Mann Act) დაარღვია, როდესაც ურთიერთობა ჰქონდა ლუსილ კამერონთან (შემდგომში მისი მესამე მეუღლე). მოკრივეს ბრალად პროსტიტუციაში მონაწილეობა დაედო. ლუსილ კამერონთან ერთად ქვეყნის დატოვება მოუწია, რამდენიმე ქვეყნის მოვლის შემდეგ კი 1920 წელს სამშობლოში დაბრუნებული დააკავეს. 1913 წელს გამართული მისი სასამართლო რასობრივი ნიშნით ჩაგვრად შეფასდა, რის გამოც მრავალი გამოჩენილი ადამიანი, მათ შორის - მაიკ ტაისონი, სენატორი ჯონ მაკკეინი და სხვა პოლიტიკოსები ქვეყნის სხვადასხვა პრეზიდენტებს (ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა) სთხოვდნენ სიკვდილის შემდეგ ჯეკ ჯონსონის შეწყალებას, რომელიც სიცოცხლეში პროსტიტუციის ბრალდებით, მრავალ დანაშაულში ამხილეს.

ჯეკ ჯონსონის სპორტული კარიერის (114 ბრძოლა და 80 გამარჯვება) ფონზე არსებული ბობოქარი პირადი ცხოვრება და ამაღელვებელი ისტორია საფუძვლად დაედო 1967 წლის პიესას „დიადი თეთრი იმედი“ (The Great White Hope), რომლის მიხედვითაც არსებობს 1970 წელს გამოსული იგივე სახელწოდების მქონე ოსკარის ნომინანტი ფილმი. ჯონსონის შესახებ ასევეა დოკუმენტური ჟანრის ფილმები და წიგნები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]