weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Rimac C Two: უახლესი ხორვატული ელექტროჰიპერქარი

12:42 პარასკევი, 01 ივნისი 2018

ხორვატიის ქალაქ სვეტა ნედელიაში მდებარე მწარმოებელმა კომპანიამ RImac Autiomobili, უახლესი 1900-ძალიანი ელექტროჰიპერქარი შექმნა, რომელიც Bugatti Chiron, Tesla და Koenigsegg-ის ადგილს ღირსეულად დაიკავებს.

მოდელი C Two-ს ოთხი ელექტროძრავა, ჯამში 1915 ცხენისძალასა და 2300 ნმ ბრუნთა მომენტს ანვითარებს. თითოეულს თავისი გადაცემათა კოლოფი ჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 413 კმ/სთ შეადგენს.

სანამ მას განავითარებს, C Two 96 კმ/სთ-მდე 1.85 წამში აჩქარდება. თუ პილოტი გონებას არ დაკარგავს, ავტომობილი 160 კმ/სთ-ს 4.3 წამში დაფარავს, თუ ამანაც არ იმოქმედა, მაშინ 402 მეტრს 9.1 წამში აითვისებს. 300 კმ/სთ-ს 11.8 წამი დაჭირდება, ანუ Bugatti Chiron-ზე 2 წამით ნაკლები. კარბონის შასის და ინტეგრირებული ელემენტების, მჩატე „კარკასისა“ და პანელების მიუხედავად, დიზაინერ ადრიანო მუდრის შექმნილი C Two 1950 კგ იწონის.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ავტომობილთან მიახლოებისას კამერები არა მხოლოდ ამოგიცნობენ და გასაღების გარეშე გაგიღებენ ფრთების მსგავს კარებს, არამედ ხასიათსაც შეიტყობენ. თუ კომპიუტერი გადაწყვეტს, რომ სტრესი გაქვთ, სიჩქარეს დააკლებს და დამამშვიდებელ მელოდიას დაუკრავს.

მომავალ წელს Rimac C Two წარმოებისთვის მონიშნული 150 ეგზემპლარიდან პირველს 1.9 მილიონ ევროდ გაყიდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]