weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უმა თურმანი „ნეტფლიქსის“ მისტიკურ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

13:54 პარასკევი, 01 ივნისი 2018

პოპულარულ ტელეარხ „ნეტფლიქსის“ მორიგი საინტერესო პროექტი მინისერიალი სათაურით Chambers (პალატები) იქნება, რომლეშიც მთავარ როლს უმა თურმანი შეასრულებს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი მისტიკური ჟანრის იქნება.

სერიალის სიუჟეტი გოგონას ირგვლივ განვითარდება, რომელსაც გულს გადაუნერგავენ. სწორედ ამის შემდეგ იწყება პერსონაჟის ცხოვრებაში უცნაურ მოვლენათა სერიები. ის ატყობს, რომ დონორის ორგანო გავლენას მის პიროვნებაზეც ახდენს.

უმა თურმანი დონორის დედა სახელად, ნენსის განასახიერებს, რომელიც გოგონასთან ურთიერთობისას ხვდება, რომ მისი შვილი ნაწილობრივ ცოცხალია.

სერიალის შოურანერები ლეა რეიჩელი, აკელა კუპერი და სტივენ გაჰანი იქნებიან, პილოტს კი რეჟისორი ალფონსო გომეს-რეხონი (Glee, American Horror Story, Me and Earl and the Dying Girl, The Current War) გადაიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]