weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქალი ვარსკვლავები Maroon 5-ის ახალ კლიპში

16:09 კვირა, 03 ივნისი 2018

ცნობილმა ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა Maroon 5, მუსიკოს Cardi B-სთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე “Girls Like You” გადაღებული ვიდეო გამოუშვა, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ.

მომღერლები - ჯენიფერ ლოპესი, მერი ჯეი ბლაიჯი და რიტა ორა, მსახიობები - მილი ბობი ბრაუნი და გალ გადოტი, მოდელები - ეშლი გრემი და ბეჰატი პრინსლუ, ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი, კომიკოსი სარა სილვერმანი, ფეხბურთელი ალექს მორგანი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრა რაისმანი არასრული ჩამონათვალია იმ ქალი ვარსკვლავებისა, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ.

სიმღერა რიგით მესამე ოფიციალური სინგლია ჯგუფის ახალი ალბომიდან - Red Pill Blues, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოვიდა. ალბომს კრიტიკოსების კეთილგანწყობა არ დაუმსახურებია, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი Billboard 200-ის მეორე ადგილზე განთავსებულიყო და ამერიკაში პლატინის სტატუსი დაემსახურებინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]