weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტომ კრუზმა „შეუსრულებელი მისიის“ ახალ სერიაში ყველაზე სახიფათო ტრიუკი შეასრულა

13:57 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი იმითაცაა ცნობილი, რომ ფილმებში კასკადიორი დუბლიორის დახმარებაზე უარს ამბობს და ყველა ტრიუკს თავად ასრულებს. 55 წლის მსახიობმა გასულ წელს „შეუსრულებელი მისიის“ ახალი სერიის გადაღებებზე ტრავმაც მიიღო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამავე ფილმში შეესრულებინა კინოს ისტორიაში ყველაზე სარისკო ტრიუკი - 7600 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადმოხტომა.

ტომ კრუზმა თვითმფრინავიდან გადმოხტომისთვის, რომელსაც სამხედრო ენაზე HALO (High Altitude Low Opening) ეწოდება, გადაღების დაწყებამდე ივარჯიშა და საგანგებოდ მოემზადა. აღნიშნული გადმოხტომისას რისკი მაღალია, რისი მთავარი მიზეზიც ჰიპოქსიაა.

სტუდია Paramount Pictures-ის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია მსახიობის მომზადება და პროფესიონალთა საუბარი აღნიშნული ტრიუკის სირთულესა და რისკებზე.

შეგახსენებთ, რომ „შეუსრულებელი მისიის“ მე-6 სერია სათაურად Mission: Impossible – Fallout, 27 ივლისიდან გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე. მისი რეჟისორი წინა ნაწილის მსგავსად ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი ქრისტოფერ მაკკუორია. ფილმში ტომ კრუზის გარდა მონაწილეობენ მსახიობები წინა სერიებიდან: რებეკა ფერგიუსონი, საიმონ პეგი, ვინგ რეიმსი, ალეკ ბოლდუინი, შონ ჰარისი და მიშელ მონაჰანი, აგრეთვე - ახალი სახეები ფრანშიზაში: ჰენრი კავილი, ანჯელა ბასეტი და ვანესა კირბი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]