weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ისტორიაში პირველად წითელ ზღვაში ლურჯი ვეშაპი შენიშნეს

11:16 პარასკევი, 08 ივნისი 2018

წითელ ზღვაში, აკაბის ყურეში, უიშვიათესი, საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა - ლურჯი ვეშაპი (Balaenoptera musculus) შენიშნეს. ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ წყლებში პლანეტის უდიდესი ცხოველი დააფიქსირეს.

ლურჯი ვეშაპები მსოფლიო ოკეანის დიდ ნაწილშია გავრცელებული, მაგრამ ისინი თავს არიდებენ თავთხელ ზღვებსა და ისეთ წყლებს, რომლებიც ხმელეთითაა გარშემორტყმული, მაგალითად - ხმელთაშუა ზღვას. ამ დრომდე, ასეთ ადგილად წითელი ზღვაც ითვლებოდა და წყლის ამ აუზში ლურჯი ვეშაპის გამოჩენა აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს ვეშაპის ფრთხილი მონიტორინგი. ამ დრომდე უცნობია, რატომ წამოვიდა ეს არსება თავის მშობლიური წყლებიდან ასე შორს.

ლურჯი ვეშაპი სიგრძეში 30 მეტრამდე იზრდება, წონა კი 200 ტონას აღწევს. ხშირად, მხოლოდ მისი ენა სპილოს მასას იწონის. მიჩნეულია, რომ დღეისათვის მსოფლიო ოკეანეებში მაქსიმუმ 25 000 ლურჯი ვეშაპი დაცურავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]