weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პირველად ისტორიაში კინოკომიქსს ქალი კომპოზიტორი ეყოლება

12:49 შაბათი, 16 ივნისი 2018

ჰოლივუდის ისტორიაში პირველად კომიქსების სუპერგმირზე დაფუძნებული ფილმისთვის მუსიკას ქალი კომპოზიტორი დაწერს. კომპანია „მარველის“ სუპერგმირ კაპიტან მარველზე შექმნილ ფილმზე წარმოშობით თურქი ახალგაზრდა კომპოზიტორი პინარ ტოპრაკი იმუშავებს.

„უდიდესი პატივია, იყო მარველის კინოსამყაროს წევრი“ - დაწერა სოციალურ ქსელში კომპოზიტორმა.

პინარ ტოპრაკს აქამდე მუსიკა შეუქმნია სერიალებისთვის, ვიდეოთამაშებისა და ნაკლებად ცნობილი ფილმებისთვის. კომპანია DC-ის გასული წლის კინოჰიტ „სამართლიანობის ლიგაზე“ (Justice League) კი მუსიკის სეგმენტში ასისტენტ-კომპოზიტორად მუშაობდა.

ფილმი „კაპიტანი მარველი“ (Captain Marvel), რომელიც „მარველის“ მიმდინარე კინოსამყაროს ნაწილია, კინოკერანებზე მომავალი წლის 8 მარტს გამოვა. ფილმის რეჟისორები ანა ბოდენი და რაიან ფლეკი არიან, „მარველის“ ყველაზე ძლევამოსილი ქალი სუპერგმირის როლს კი ოსკაროსანი ბრი ლარსონი შეასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ: ჯიუდ ლოუ, სამუელ ლ. ჯექსონი, ლი პეისი, ჯიმონ ჰუნსუ და ჯემა ჩანი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]