weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირლანდიის მახლობლად ჩაძირული გემების საიდუმლო

10:09 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018

ირლანდიის ეროვნული ძეგლების სააგენტო სპეციალურ რუკას აქვეყნებს, რომელზეც ასახულია მე-16 საუკუნიდან დღემდე ირლანდიის გარშემო ჩაძირული გემების ადგილმდებარეობა.

რუკაზე დატანილია დაახლოებით 571 000 კვადრატული კილომეტრის აკვატორიაში, ირლანდიის გარშემო და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩაძირული 3554 გემი. მათი უმეტესობა იდუმალებითაა მოცული.

ცნობილია ზოგიერთი გემის სახელი, დაკარგვის წელი და ჩაძირვის მიზეზი, მაგრამ უმეტესი მათგანის შესახებ ირლანდიის ხელისუფლება ინფორმაციას არ ფლობს.

რუკაზე დატანილთა შორისაა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია ხომალდი „ლუზიტანია“ - ბრიტანული საოკეანეო ლაინერი, რომელიც 1915 წელს გერმანულმა წყალქვეშა ნავმა დანაღმა ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლთ წყლებში. მისი 1959 მგზავრიდან უმეტესი დაიღუპა. მათ შორის იყო ასზე მეტი ამერიკელი. ამ შეტევამ აშშ საბოლოოდ აიძულა I მსოფლიო ომში ჩართვაში.

ყველაზე ახალ გემებს შორის რუკაზე დატანილია 2017 წელს ჩაძირული 19-მეტრიანი ირლანდიური სარეწაო გემო, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუკაზე დატანილია იმ ჩაძირულ გემთა მხოლოდ ერთი-მეხუთედი, რომელთა შესახებაც ირლანდიის ხელისუფლებას აქვს ცნობები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]