weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„მარველის“ კინოსამყაროში „შავ ქვრივს“ ცალკე კინოსერიაც ექნება

12:08 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

კომპანია „მარველი“ მუშაობას იწყებს სკარლეტ იოჰანსონის პოპულარული კინოგმირის, ნატაშა რომანოვას, იგივე „შავი ქვრივის“ შესახებ ცალკე ფილმზე. კომიქსების პერსონაჟზე დაფუძნებულ ფილმს უკვე სამი კანდიდატი რეჟისორი ჰყავს.

სუპერაგენტ „შავ ქვრივზე“ ფილმის რეჟისორის სავარძლის დაკავების შანსი ნაკლებად ცნობილ სამ ქალ რეჟისორს - ავსტრალიელ კეიტ შორტლენდს (Somersault, Lore, Berlin Syndrome), ინგლისელ ამა ასანტესა (Belle, A United Kingdom, Where Hands Touch) და ამერიკელ მარგარეტ ბეტსს (The Carrier, Novitiate) აქვთ. სცენარის ავტორი ასევე დამწყები ქალი სცენარისტი ჟაკ შეფერია, რომელმაც კინოკომიქსებით ცნობილი დევიდ ჰეიტერისა და ნიკოლ პერლმანის ადრეული დრაფტი გამოიყენა.

კომიქსების გმირი, რუსი სპეცაგენტი ნატაშა რომანოვა, რომელმაც მეტსახელი ობობას სახეობიდან მიიღო, პირველად ეკრანზე „რკინის კაცი 2“-ში გამოჩნდა, შემდეგ კი - „კაპიტანი ამერიკის“ ორ სიკველსა და „შურისმაძიებლების“ სამ სერიაში. ცალკეული ფილმის გარდა, „შავი ქვრივის“ კოსტიუმში გამოწყობილ სკარლეტ იოჰანსონს მაყურებელი ასევე იხილავს „შურისმაძიებლების“ მე-4 ნაწილში, რომელიც მომავალი წლის მაისში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]