weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლუჩანო პავაროტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი გადაიღებს

11:43 შაბათი, 03 ივნისი 2017

ორი ოსკარის მფლობელი ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი რონ ჰოვარდი უდიდესი იტალიელი საოპერო ტენორის, ლუჩანო პავაროტის შესახებ დოკუმენტურს ფილმს გადაიღებს.

ფილმი მთლიანად კომპანია Pavarotti Estate-თან შეთანხმებული თანამშრომლობით წარმოებული იქნება. ჯერ-ჯერობით უსათაურო დოკუმენტური ნამუშევრის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად რონ ჰოვარდი და მისი მუდმივი კოლაბორატორი, ასევე ოსკაროსანი პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი იქნება.

„პავაროტის ცხოვრება სავსე იყო დრამატული აღმასვლებითა და დაღმასვლებით. როგორც ნებისმიერი მტკიცე ხასიათის მქონე, მასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები. მის კარიერას წარმართავდა მისი არტისტული ამბიცია, რომელსაც უდიდესი ნიჭი ამოძრავებდა, და მისი ღრმა სიყვარული კაცობრიობისადმი. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მისი ქარიზმა არა მხოლოდ მუსიკასა და აუდიტორიასთან მის ძლიერ კავშირს მართავდა, არამედ - მისი სიცოცხლის მეორე მხარეს, როგორც ქველმოქმედისას.“ - აღნიშნა რონ ჰოვარდმა.

ოპერის სამყაროში ვოკალურ შემსრულებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენორი, ლუჩანო პავაროტი 1935 წელს დაიბადა და 2007 წელს, 71 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. საოპერო ტენორობის გარდა პავაროტიმ სახელი ასევე გაითქვა საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ჯვრისთვის“ ფონდების მოზიდვით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]