weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნატალი პორტმანი „V ნიშნავს ვენდეტას“ გაგრძელებაში მონაწილეობისთვის მზადაა

16:33 პარასკევი, 29 ივნისი 2018

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ნატალი პორტმანი თავისი კარიერის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის – „V ნიშნავს ვენდეტას“ გაგრძელების შესახებ ალაპარაკდა.

გამოცემა BuzzFeed-თან ინტერვიუში 37 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ ალან მურის ამავე სახელწოდების გრაფიკული რომანის ეკრანიზაციის სიკველი ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელშიც ის აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას.

„V ნიშნავს ვენდეტას“ სიკველზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

რეჟისორ ჯეიმს მაკტიგის ბრიტანული დისტოპიურ-პოლიტიკურ-სატირული თრილერი ფილმი, რომლის თემებიცაა: ავტორიტარიზმი, ანარქიზმი, სამთავრობო თვალთვალი, მედია მანიპულაცია, საზოგადოებაში შიშის დანერგვა (ე.წ. ფიარმანგერინგი) და სხვა მრავალი მსგავსი სოციაულურ-პოლიტიკური თემა, კინოეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსების მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]