weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ავსტრალიაში იშვიათი სახეობის თევზი საუკუნის შემდეგ ნახეს

15:34 შაბათი, 03 ივნისი 2017

ავსტრალიელმა ოკეანოლოგ მეცნიერთა ჯგუფმა კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, 4 კმ სიღრმის წყალში თევზის უცნაური და იშვიათი სახეობა, ე.წ. უსახო თევზი აღმოაჩინეს, რომელიც უკანასკნელად 1873 წელს პაპუა-ახალი გვენის სანაპიროსთან ნახეს.

ავსტრალიელი მეცნიერები, ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით, ოკეანის შეუსწავლელ ადგილებს იკვლევდნენ. სხვადასხვა არსებებისა და სახეობების მოპოვება-შესწავლისას კი აღნიშნული თევზი აღმოაჩინეს.

თევზს თვალები არ აქვს, მისი პირი კი სხეულის ქვეშაა. „უსახო თევზს“ თავის ნაწილში ორი ნასვრეტი აქვს, რაც სავარაუდოდ ნესტოებია. ამით იგი მსგავს სახეობას, გამჭვირვალე თავის მქონე თევზს ჰგავს, რომელიც ასევე ღრმა ოკეანეში ბინადრობს და თვალების ადგილზე არსებული ნესტოები აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]