weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იდრის ელბა ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის წინააღმდეგ

14:11 პარასკევი, 06 ივლისი 2018

ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი მსახიობი იდრის ელბა მთავარ უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს პოპულარულ ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ სპინ-ოფ სერიაში სათაურად „ჰობსი და შოუ“, სადაც მისი კინოგმირი ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინს ჯონსონის ცნობილ გმირებს დაუპირისპირდება.

სპეცაგენტ ლიუკ ჰობსის (დუეინ ჯონსონი) შეხვედრა კრიმინალ დეკარდ შოუსთან (ჯეისონ სტეტჰემი) ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გამოდგა „ფორსაჟის“ მე-8 სერიაში. „ჰობსი და შოუს“ სიუჟეტი სწორედ ამ ორი პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება.

ხსენებული მსახიობების გარდა, სპინ-ოფში ასევე ითამაშებს ვანესა კირბი, რომელიც ჯეისონ სტეტჰემის პერსონაჟის დას განასახიერებს.

ფილმის რეჟისურით „ჯონ უიკის“, „ფეთქებადი ქერასა“ და „დედპული 2“-ის რეჟისორი დევიდ ლიჩი დაკავდება. ფილმი 2019 წლის ივლისში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]