weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჯონი დეპს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

13:15 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპს ფილმის გადამღები ჯგუფის წევრი ბრალს მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დებს. ლოკაციების მენეჯერ გრეგ ბრუკსის განცხადებით, ინციდენტს ადგილი ფილმ City of Lies-ის გადასაღებ მოედანზე ჰქონდა.

ბრუკსის ბრალდების თანახმად, ინციდენტი 2017 წლის 13 აპრილს ლოს ანჯელესის სასტუმროში მოხდა, როდესაც კინოს იღებდნენ. ბრუკსმა დადგენილი ვადების მიხედვით გადასაღები დროის შეწყვეტა გამოაცხადა, რასაც ჯონი დეპი უკმაყოფილებით შეხვდა, რადგან მსახიობს უფრო გრძელი სცენის გადაღებაც სურდა. გრეგ ბრუკსმა ფილმის რეჟისორ ბრედ ფურმანს მიმართა, მან კი უპასუხა, რომ ჯონი დეპისთვის ეკითხა. ამას ჰოლივუდის ვარსკვლავის გახელება მოჰყვა და გრეგ ბრუკსს მან მუშტები წაუშინა.

„ვინ ჯანდაბა ხარ?! შენ უფლება არ გაქვს მითხრა, რა გავაკეთო.“ - ყვიროდა ოსკარის სამგზის ნომინანტი მსახიობი.

როდესაც გრეგ ბრუკსმა აუხსნა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა გადაღებებზე საათების განრიგი და იგი იყო ამაზე პასუხისმგებელი, ჯონი დეპმა კვლავ უყვირა: „ფეხებზე მკიდია ვინ ხარ, შენ არ შეგიძლია მითხრა, რა გავაკეთო.“

ბრუკსის თქმით, ინციდენტისას ჯონი დეპი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამი დღის შემდეგ გრეგ ბრუკსმა ფილმზე მუშაობა შეწყვიტა.

სხვათა შორის, ჯონი დეპისთვის ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე მსგავსი ბრალდებაა - მცირე ხნის წინ მას ყოფილი პირადი მცველები სასამართლოში უჩიოდნენ.

რაც შეეხება ხსენებულ ახალ ფილმს, რომელსაც თავდაპირველად LAbyrinth ერქვა, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ დრამაში ჯონი დეპი ლოს ანჯელესელ პოლიციის დეტექტივ რასელ პულს განასახიერებს, რომელიც ორი ცნობილი რეპერის, The Notorious B.I.G.-ისა და 2Pac-ის მკვლელობებს იძიებდა. რასელ პული ასევეა 2Pac-ის მკვლელობის ალტერნატიული ვერსიის ავტორი. გამოძიებები პოლიციელს საბოლოოდ სამსახურის ნაადრევად დატოვებად დაუჯდა. მრავალი საგამოძიებო კვლევის ავტორი დეტექტივი 2015 წელს გულის შეტევით დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]