weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლიბანში ფილმის ჩვენება ებრაელი მსახიობის გამო აკრძალეს

13:08 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

ზაფხულის პირველი კინოჰიტი „ქალი-საოცრება“ ლიბანის რესპუბლიკაში კინოთეატრებიდან ამოიღეს. მიზეზი, რის გამოც ლიბანის შსს-მ 31 მაისს დაანონსებული პრემიერა გააუქმა და ქვეყნის მასშტაბით ფილმით ჩვენება აკრძალა, მთავარ როლის შემსრულებელი ებრაელი მოდელი და მსახიობი, ყოფილი მის ისრაელი გალ გადოტია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ლიბანი ისრაელთან ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანაში ასევე აკრძალულია ისრაელის ნებისმიერი სახის პროდუქტის შეტანა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ლიბანი ერთადერთია იმ არაბულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ისრაელთან ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, სადაც „ქალი-საოცრება“ აიკრძალა, ყველა სხვა არაბულ ქვეყნებში ფილმის ჩვენება არ გაუუქმებიათ.

აღსანიშნავია, რომ ფილმმა პრემიერისთანავე კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა - იგი ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული პირველი ფილმი გახდა, რომელმაც ბოქს-ოფისში 100 მილიონი დოლარი პირველივე კვირაში მოაგროვა. კრიტიკოსებისა და მაყურებლების მხრიდან კი დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]