weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბრიტანეთში ახალ ელექტროჰიპერქარს გამოუშვებენ

11:12 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ფირმა Dendrobium Automotive-ის ემირშემში მდებარე ბაზის ხელმძღვანელი ნაიჯელ გორდონ-სტიუარტი 30 წელია სუპერქარებზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე მაღალ თანამდებობაზე მუშაობა მოასწრო კომპანიებში - McLaren, Lamborghini და Lotus, ამჯერად კი იგი სრულიად ახალი პროექტის ავტორია.

ჟენევის ავტოსალონზე ნაჩვენებმა კონცეპტმა პოტენციური მყიდველებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო და წარმოების იდეაც გაჩნდა. სწორედ ასე მოხდა კომპანიის Vanda Electrics და მისი შვილობილი განყოფილების Dendrobium Automotive შემთხვევაში, როდესაც სინგაპურელებმა მწვანე შუქი აუნთეს ჰიპერქარს - Dendrobium D-1. მის სერიულ ვარიანტს აგვისტოს ბოლოს ლონდონში, კლასიკური ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების გამოფენაზე (Salon Prive Concours d’Elegance) წარადგენენ.

ამ ჰიპერქარის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუალედში დაიბადა. ჩანაფიქრის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფირმასთან Williams Advanced Engineering, რომელსაც ფორმულა 1-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამას ემატება ისიც, რომ პროექტში ჩართულია ხალხი, რომლებიც მუშაობდნენ ფირმებში - Lamborghini, McLaren, Lotus, Koenigsegg და Rimac Automobili.

ელექტროქარს საფუძვლად უდევს ნახშირპლასტიკური მონოკოკი, რომელიც კომპოზიტური მასალისგან დამზადებული გარე პანელებით არის დაფარული. რამდენი ელექტროძრავა ექნება კუპეს, ჯერ უცნობია, მაგრამ ძალოვანი დანადგარის სიმძლავრე საიდუმლო აღარ არის:1825 ცხენისძალა და 2000 ნმ ბრუნთა მომენტი. აღჭურვილობით წონას 1750 კგ დონეზე გააჩერებენ. ეს საკმარისი უნდა იყოს ადგილიდან 97 კმ/სთ სიჩქარემდე 2.7 წამში აჩქარებისთვის და მაქსიმალური 322 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]