weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჯეიმს ბონდს კვლავ რუსი მტერი ეყოლება

11:08 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

„ბონდიანის“ ახალ, რიგით 25-ე სერიაში მთავარი ანტაგონისტი პერსონაჟი რუსი იქნება. აგენტი 007-ის მტრის როლზე ფილმის შემქმნელები მსახიობის შერჩევის პროცესში არიან.

უარყოფითი გმირი შემდეგნაირად ხასიათდება: ქარიზმატული, ცივი, გამომგონებელი, შურისმაძიებელი, ძალაუფლების მქონე და ჭკვიანი კოსმოპოლიტი. პროდიუსერები საამისოდ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე რუს ან სხვა სლავურ-ბალკანური წარმოშობის 30-60 წლამდე მსახიობს ეძებენ.

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის შემქნელებს ქასთინგი ასევე აქვთ გამოცხადებული ქალის მთავარ როლზე, რომლის კინოგმირიც ასევე რუსია. აქ კი პროდიუსერებს 30-45 წლამდე ასევე რუსი ანდა ბალკანური ფესვების მქონე მსახიობი სჭირდებათ, რომელიც ექშენ-სცენებში თამაშისთვისაც მზადაა.

„ბონდიანის“ მრავალწლიან ისტორიას მრავალი რუსი ანტაგონისტი ახსოვს, რომელთა დამარცხებაც ბრიტანელ სუპერაგენტს ყოველ ჯერზე მოუწია. პერსონაჟების უმეტესობა რუსი გენერლები იყვნენ. უკანასკნელად კი რუსი მტერი ჯეიმს ბონდს პირს ბროსნანის კინოსერიების პირველ ნაწილში ჰყავდა, სადაც უარყოფითი გმირი ბრიტანელმა რობერტ კარლაილმა შექმნა.

შეგახსენებთ, რომ პოპულარულ პერსონაჟ ჯეიმს ბონდზე ჯერ-ჯერობით უსათაურო 25-ე ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი დენი ბოილი გადაიღებს, სცენარის ავტორი კი მისივე ხშირი კოლაბორატორი, ოსკარის ნომინანტი ჯონ ჰოჯი (Trainspotting, The Beach, Trance) იქნება. ფილმში მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს, რომელიც მეხუთედ მოირგებს სუპერაგენტის სმოკინგს. ფილმი კინოეკრანებზე 2019 წლის შემოდგომაზე გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]