weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზებრა თუ მოხატული ვირი - კაიროს ზოოპარკი ბრალდებას უარყოფს

13:47 პარასკევი, 27 ივლისი 2018

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე ერთ-ერთი ზოოპარკის ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებას, რომ დამთვალიერებელს ზებრის ნაცვლად, შავ-თეთრად მოხატულ ვირს ანახებდნენ.

ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 21 ივლისს სტუდენტმა მაჰმუდ სარჰანმა სოციალურ ქსელში ცხოველთან ერთად გადაღებილი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ზებრას რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. მისი თქმით, პატარა ზომის და წამახვილებული ყურების გარდა, ცხოველს სახეზე გადღაბნილი შავი ლაქები ჰქონდა. სარჰანის ინფორმაციით, შემოღობილ ადგილში ორი ვირი იყო და ორივე მოხატული ჰყავდათ.

BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი რადიო ზოოპარკის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც უარყო, რომ ზებრა ნამდვილი არ იყო.

მსოფლიოში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზოოპარკს დამთვალიერებლების მოტყუებაში ადანაშაულებენ. 2009 წელს ღაზას სექტორში ორი ვირი მოხატეს და ზებრას დაამსგავსეს, 2013 წელს კი ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის ზოოპარკში ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლს აფრიკულ ლომად ასაღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]