weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„შეუსრულებელი მისიის“ ჩვენება ათასობით ფანისთვის ნორვეგიაში მდებარე კლდეზე გაიმართა

11:24 შაბათი, 04 აგვისტო 2018

ნორვეგიაში მდებარე ცნობილ კლდეზე სახელად პრეიკესტოლენი, რომელიც ტურისტების საყვარელი ადგილია, მიმდინარე წლის კინოჰიტ „შეუსრულებელი მისიის“ ფინალურ ეპიზოდია გადაღებული. ამის გამო ათასობით კინომოყვარულისთვის ფილმის საგანგებო ჩვენება სწორედ პრეიკესტოლენზე, 600 მ სიმაღლეზე გაიმართა.

მარკეტინგული სვლა სტუდია Paramount-მა მოიფიქრა და ფილმში გამოყენებულ რეალური ლოკაცია, სადაც მძაფრსიუჟეტიანი ტრიუკებია შესრულებული, კიდევ უფრო გააპიარა.

„2000 ფუტი, 2000 ადამიანი, ოთხსაათიანი ლაშქრობა - ეს ყველაზე შეუსრულებელი ჩვენებაა. გმადლობთ, რომ მიხვედით, ვისურვებდი მეც თქვენთან ერთად ვყოფილიყავი“ - ასე გამოეხმაურა „ტვიტერზე“ ფილმის მთავარი ვარსკვლავი ტომ კრუზი კრეატიულ კინოჩვენებას.

„შეუსრულებელი მისიის“ მეექვსე ნაწილმა უკვე დაიმსახურა კინოკრიტიკოსთა და მაყურებელთა დადებითი შეფასებები და მაღალი რეიტინგი. უამრავი სპეციალისტის მოსაზრებით, ახალი სერია არამარტო საუკეთესო ფრანშიზაში, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია თავის ჟანრში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]