weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ენდი სერკისი ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს გააცოცხლებს

11:32 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი ტელეარხ „ნეტფლიქსისთვის“ მწერალ ჯორჯ ორუელის ცნობილ ნაწარმოებს, „ცხოველების ფერმის“ ეკრანიზაციას გადაიღებს.

„ნეტფლიქსმა“ ენდი სერკისს ხსენებული პროექტი მას შემდეგ დაუკვეთა, რაც რეჟისორის მიერ გადაღებული ახალი ფილმის, „მაუგლის“ დისტრიბუციის უფლებები შეიძინა. მაუგლის ისტორიის სერკისისეული ვერსია კინოეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

„ცხოველების ფერმის“ შექმნა ავტორებს სწორედ „მაუგლის“ მსგავსი ტექნოლოგიებით სურთ. ჯერ-ჯერობით უცნობია სცენარის ავტორისა და მსახიობთა ვინაობა.

ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ 1945 წელს გამოიცა. იგი ალეგორიულ სატირას წარმოადგენს საბჭოურ დიქტატურაზე. წიგნის მთავარი სიუჟეტი დაფუძნებულია სწორედ სტალინის ეპოქის მოვლენებზე. ნაწარმოებში ცხოველები აჯანყება მოაწყობენ და ფერმიდან განდევნიან ადამიანებს, შემდეგ გადაწყვეტენ საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა ისე, რომ არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. „ცხოველების ფერმის“ მიხედვით არსებობს 1954 წელს გამოსული ამერიკული მულტფილმი და 1999 წელს გამოსული ასევე ამერიკული წარმატებული სატელივიზიო ფილმი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]