weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დუეინ ჯონსონი ჰავაის მეფე კამეჰამეჰას როლს შეასრულებს

15:03 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი დუეინ ჯონსონი მთავარ როლს შეასრულებს ისტორიულ-ბიოგრაფიულ დრამაში სათაურად „მეფე“ (The King), რომელშიც იგი ჰავაის მეფე კამეჰამეჰა I-ს განასახიერებს. ფილმს ოსკაროსანი რეჟისორი რობერტ ზემეკისი გადაიღებს.

ეპიკური სურათის სცენარის ავტორი მელ გიბსონის ხშირი კოლაბორატორი რენდალ უოლასი იქნება. ფილმის წარმოებით კინოკომპანია Warner Bros. და მისი სტუდია New Line Cinema დაკავდებიან.

კამეჰამეჰა ლეგენდად ქცეული მეფე იყო, რომელმაც ჰავაის კუნძულების მაცხოვრებლები პირველად გააერთიანა. მის დროს აღორძინდა არქიპელაგი და ხდებოდა ევროპულ გემებთან ვაჭრობა.

აღსანიშნავია, რომ ჰავაიელმა მოძღვარმა კაჰუმ პროექტი და მისი შემქმნელები უკვე დალოცა და ტრადიციული კურთხევა მისცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]