weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის ხელუხლებელი საგანძური

16:52 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, ადამიანი ველურ ბუნებას არ მიაკაროს და ამ გზით დაიცვას იგი. რუსეთის ფედერაციის ეკოლოგიის მძიმე ისტორიაში ერთი მოულოდნელობა იმალება: 34.6 მილიონი ჰექტარი ხელუხლებელი მიწა.

რუსეთში დაცული ტერიტორიების სიმრავლე იმდენად დიდია, რომ მათ შორის ზოგი ისეთი შორეული და მიუდგომელია, ძალიან ცოტა რუსს თუ დაუდგამს იქ ფეხი.

სანამ უკანასკნელი მეფე ნიკოლოზ II იძულებული იქნებოდა ტახტიდან გადამდგარიყო, ციმბირში, ბაიკალის ტბასთან ქვეყნის პირველი მკაცრად დაცული ნაკრძალი შექმნა. ბოლშევიკებმა ნოკოლოზ II მალევე დახვრიტეს და მონარქი ვერ მოესწრო მისი წამოწყების წარმატებას: ნაკრძალის წყალობით გადარჩა სიასამური, რომელიც ბეწვის გამო იმპერატორის ოჯახში ძვირად ფასობდა და ამიტომ მას „რბილი ოქრო“ უწოდეს.

რუს ბუნების დამცველებს სურდათ რუსეთის ახალდაარსებული ნაკრძალები ადამიანებისაგან დაეცვათ და მათ პირველყოფილი ბუნების ხელუხლებელი ლაბორატორიის სახე ჰქონოდა.

უამრავი გარემოსდაცვითი ბრძოლის შემდეგ დღეს რუსეთს 70.3 მილიონი ჰექტარი ფედერალურად დაცული ტერიტორია აქვს. მათ შორის 34.6 მილიონი ჰექტარი მოდის 105 ნაკრძალზე, რომელიც აკმაყოფილებს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) უმაღლეს სტანდარტს, სადაც ადამიანის სტუმრობა, სარგებლობა და ზემოქმედება მკაცრად კონტროლდება და შეზღუდულია. ასე მკაცრად დაცული მიწა არცერთ სხვა ქვეყანაში არაა.

National Geographic-ის მკვლევარი სერგეი გორშკოვი თითქმის ოცი წელია, იღებს რუსეთის ველურ ბუნებას და აღბეჭდავს იშვიათ ვულკანურ ამოფრქვევებს, ადამიანს შეუჩვეველ ცხოველებსა თუ არქტიკული სანაოსნო გზების სეზონურ ლღობას. მისი ნამუშევრები გვახსენებს, თუ რა მშვენიერ შედეგს ვაღწევთ, როდესაც ბუნებას არ ვაწუხებთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]